Belive

დავით ხოჭოლავა: "რუმინეთთან ოფიციალური მატჩი ვითამაშეთ, 90 წუთი ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “ჯვაროსნებმა” მეტოქე – 2:1 დაამარცხეს, ეროვნული გუნდის ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ მატჩი შეაფასა. "შეკრების დაწყებიდანვე არ გვოქნდა იმის შეგრძნება, რომ ამხანაგური მატჩებისთვის ვემზადებოდით. იმიტომ, რომ ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელმაც ახალი იდეები შემოგვთავაზა. რუმინეთის წინააღმდეგ, ოფიციალური მატჩივით ვითამაშეთ, 90 ვიბრძოლეთ და რაც მთავარია გავიმარჯვეთ", - თქვა დონეცკის "შახტარის" 28 წლის უკანახაზელმა, რომელმაც რუმინეთის წინააღმდეგ მოედანზე 90 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი სადებიუტო გოლებით გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გამოიჩინეს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ შეხვედრას 6 ივნისს, კვლავაც ამხანაგურად, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები