200 მილიონი კლუბს - 50 ფეხბურთელს: ოსიმენის დამატება საუდის არაბეთის კლუბს სურს
"ნაპოლის" თავდამსხმელის და 2023/24 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირის, ვიქტორ ოსიმენის დამატება საუდის არაბეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ კლუბს "ალ-ჰილალს" სურს.
ირკვევა, რომ აზიური მხარე "ნაპოლის" 200 მილიონ ევროს სთავაზობს, უშუალოდ ფეხბურთელის სრული ანაზღაურება კი 50 მილიონი ევროთი განისაზღვრება.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ, სერია A-ს მოქმედი ჩემპიონის პრეზიდენტი, აურელიანო დე ლაურენტისი, ფეხბურთელის აგენტს, რობერტო კალენდას შეხვდა. მოლაპარაკებები კონტრაქტის ხანგრძლივობაზე მიმდინარეობს, კონკრეტულად იმის შესახებ, რამდენწლიანი ხელშეკრულების შეთავაზება იქნება სასურველი 24 წლის ფეხბურთელისთვის. ვარიანტებს შორის 3, 4 და 5-წლიანი კონტრაქტები განიხილება.
ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა და შეტევის ხაზში მთავარმა პარტნიორმა, 2022/23 წლების სეზონში, “ნაპოლის” შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 შეხვედრაში 31 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ის იტალიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.