Belive

"2 წელი დამჭირდა, რომ პენალტი ასე შემესრულებინა" - პანენკა დიასის პენალტზე

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

თერთმეტმეტრიანის ერთ-ერთი სახეობა პანენკა, რომელიც პირველად ყოფილმა ჩეხმა ფეხბურთელმა ანტონინ პანენკამ შეასრულა, დღესდღეობით ძალიან პოპულარულია. პენალტის ნიშნულიდან ასეთ დარტყმას ბევრი ფეხბურთელი მიმართავს, მაგრამ ზოგს კარგად გამოსდის, მაგრამ ზოგს ცუდად ან არაზუსტად.

ბრაჰიმ დიასი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ძალიან ცუდად შეასრულა, შემთხვევა აფრიკის თასის ფინალის ბოლო წუთზე მოხდა და მაროკომ საბოლოოდ აღნიშნული ტურნირი წააგო (სენეგალი 1:0 მაროკო).

ყოფილი ჩეხი ფეხბურთელი, ანტონინ პანენკა რადიო გადაცემა El Larguero-ში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ბრაჰიმ დიასის პენალტზეც ჰკითხეს, მან ასეთი რამ უპასუხა:

ყოველდღე ვვარჯიშობდი, 2 წელი დამჭირდა, რომ პენალტი ასე შემესრულებინა. ვუყურე აფრიკის თასის ფინალს და დარწმუნებული ვარ, რომ ბრაჰიმმა ისე კარგად არ ივარჯიშა ამისთვის, როგორც საჭირო იყო, ვფიქრობ იდეა იმ მომენტში მოუვიდა თავში და უბრალოდ სცადა და გოლი ვერ გაიტანა. - ანტონინ პანენკა
ზოგჯერ შეიძლება გაიგოთ სხვებისგან, რომ პენალტის ასეთი შესრულება მოწინააღმდეგის უპატივცემულობაა. - ჟურნალისტი
ვერ დაგეთანხმებით. იმ მომენტში ვიფიქრე, რომ ეს გოლის გატანის ერთ-ერთი გზა იყო. ევროპის ჩემპიონატის ფინალში ნამდვილად არ ვფიქრობდი მოწინააღმდეგის დაცინვაზე. მე მიყვარს ფეხბურთი, ჩემი მიზანი არავის დაცინვა არ იყო. ვფიქრობდი, რომ ეს გოლის გატანის საუკეთესო გზა იყო. - ანტონინ პანენკა