2 სამედიცინო შემოწმების შემდეგ, მილანმა ბონიფასი გერმანიაში გააბრუნა
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მილანს, ლევერკუზენიის ბაიერიდან, 24 წლის ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ბონიფასის ყიდვა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა რაღაც არ მოეწონა.
ბონიფასმა პარასკევს და შაბათს „როსონერიში“ სამედიცინო შემოწმება 2-ჯერ გაიარა, თუმცა მისი მარჯვენა მუხლის მდგომარეობამ, რომელიც 2019 და 2020 წლებში დაზიანდა, მილანი დაარწმუნა, რომ მის გაფორმებამდე კიდევ კარგად დაფიქრდნენ.
იტალიური პრესის ცნობით, სავარაუდოა, რომ მილანი მოლაპარაკებებს შეწყვეტს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და ზაფხულის ბოლო დღეებამდე საბოლოო პასუხისგან თავს შეიკავებენ.
ჩვენ ვიცოდით, რომ მას პრობლემები ადრეც ჰქონდა, ჩვენ ყველაფერს გეგმის მიხედვით ვაფასებთ - მოთამაშის ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. მისი თვისებები უდავოა. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, ამ სიტუაციიდან გამომდინარე სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. - წყარო მილანიდან გაზეთ Express-სთან
ვიქტორ ბონიფასს ბუნდესლიგის 42 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი. ლევერკუზენი და მილანი ჯერ იჯარაზე შეთანხმდნენ, რომელსაც გამოსყიდვის უფლება ექნებოდა, თუმცა ახლა მილანი ყოყმანობს და მოლაპარაკებები შეჩერებულია.