Belive

2 ქართველი საუკეთესოთა შორის - Score 90-მა პოზიციების მიხედვით Top ხუთეულები დაასახელა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოპულარულმა სპორტულმა პორტალმა, Score 90-მა, პოზიციების მიხედვით 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

რეიტინგი შედგენილია 2023-2024 წლების სეზონის შედეგებზე დაყრდნობით და გათვალისწინებულია ევროპის ჩემპიონატი და კოპა ამერიკაც.

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო 5 მეკარეს შორის მოხვდა და მეორე ადგილი დაიკავა. Score 90-ის ვერსიით, ამ მომენტისთვის მასზე უკეთესი მეკარე მხოლოდ ემილიანო მარტინესია (არგენტინა, ასტონ ვილა). მამარდამ უნაი სიმონს, ედერსონსა და გრეგორ კობელს აჯობა.

მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბებს შორისაა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მე-4 ადგილს იკავებს. Top ხუთეულში პირველი ვინისიუს ჟუნიორია, მე-2 - კილიან მბაპე, მე-3 - ნიკო უილიამსი, მე-5 კი - სონი.

სხვა სტატიები