Belive

2 ფრანგული გუნდი ერთმანეთის გვერდით - FC პარიზი პსჟ-თან გადადის

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გადაწყვეტილია, საფეხბურთო კლუბი "პარიზი" მომდევნო სეზონიდან სტადიონს შეიცვლის. ისინი "სტად შარლე"-ზე აღარ ითამაშებენ, მათი მომდევნო საშინაო არენა "სტად ჟან-ბუანი" იქნება, რომელიც ამჟამად სარაგბო კლუბ "სტად ფრანსეს" საკუთრებაა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "სტად ჟან-ბუანი" "პსჟ"-ს სტადიონის "პარკ დე პრენსის" გვერდითაა და მათ მხოლოდ ერთი ქუჩა ჰყოფთ, დაშორება კი დაახლოებით 40 მეტრია.

საფეხბურთო კლუბი "პარიზი" ამჟამად ლიგა 2-ში ასპარეზობს, მაგრამ ისინი მე-2 პოზიციას იკავებენ და დიდია შანსი მომდევნო სეზონიდან ლიგა 1-ში ვიხილოთ.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი, რომ ლიგა 1-ში მეზობელი კლუბებისთვის საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო ორი საშინაო მატჩი ვერ გაიმართება. კლუბი "სტად ჟან-ბუანზე" მომდევნო სეზონში გადავა და მინიმუმ 2029 წლამდე იქ ითამაშებს.

სხვა სტატიები