18 წლის ბიჭი მბაპეს გატაცებას გეგმავდა
ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, 21 აგვისტოს, ქალაქ ნანტერში ბრალი წაუყენეს 18 წლის კლემენტ ლ.-ს. ეს არის ახალგაზრდა, რომელიც Snapchat-ზე მეტსახელად „Lester Z“-ით სარგებლობდა და დანაშაულებრივ მითითებებს სწორედ ამ პლატფორმის საშუალებით გასცემდა. ის ეჭვმიტანილია 11 აპრილიდან 19 აგვისტომდე პერიოდში განხორციელებული ან დაგეგმილი თავდასხმებისა და გატაცების მცდელობების მთელი სერიის ორგანიზებაში.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ყაჩაღობაში ბრალდებული 18 წლის ახალგაზრდა 26 ადამიანზე: ფეხბურთელებზე, რეპერებსა და მდიდარ ბიზნესმენებზე თავდასხმას გეგმავდა. მისი იდენტიფიცირება გასულ აპრილს, მესაათეზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
კილიან მბაპეს საცხოვრებელი მისამართი იმ 26 მდიდარი და ცნობილი ადამიანის სიაში ფიგურირებდა, რომელიც სამართალდამცველებმა, ეჭვმიტანილის ერთ-ერთ ტელეფონში აღმოაჩინეს.
🔵INFO LE PARISIEN | En prison pour vol en bande organisée et proxénétisme, un jeune homme de 18 ans projetait de s’en prendre à 26 personnes
— Le Parisien (@le_Parisien) September 2, 2026
Cette bande projetait d’enlever et d’agresser des chefs d’entreprise, mais aussi un rappeur et… le footballeur Kylian Mbappé
➡️… pic.twitter.com/GYzxRCmgVx