"ბუსკეტსის წასვლა მესის დაბრუნებისკენ გადადგმული ნაბიჯია" - ლა ლიგის პრეზიდენტი
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, სერხიო ბუსკეტსი კატალონიურ გრანდს დატოვებს.
"ბლაუგრანას" მაისურით გატარებული 18-წლიანი, ტიტულებით დახუნძლული ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა, სერხიო ბუსკეტსის წასვლით, "ბარსელონამ" შესაძლოა განსაკუთრებული სარგებელი მიიღოს.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ლა ლიგის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა. ტებასი აღნიშნავს, რომ ბუსკეტსის წასვლა მესის დაბრუნებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
"ბუსკეტსის "ბარსადან" წასვლა, მესის დასაბრუნებელი გზის დასაწყისია. გზის დასრულებამდე მათ კიდევ ბევრი მეტრის გავლა მოუწევთ. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც მათ მწვანე შუქს აუნთებს - ყველაფერი ეკონომიკურ კონტროლს დაექვემდებარება", - ტებასი.
La Liga president Tebas: “Busquets to leave Barça is the beginning of the road for Messi to return”, tells Cope. 🚨🔵🔴 #FCB
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 11, 2023
“But to reach the end, they still have to walk many meters. I’m not the one to give them the green light, it will be the economic control”. pic.twitter.com/DU6z9Kqs2a
შეგახსენებთ, ესპანური და ფრანგული ავტორიტეტული მედია საშუალებები, აქტიურად სპეკულირებენ იმის შესახებ, რომ მესის "ბარსელონაში" დაბრუნება სურს.