Belive

17 წლის შემდეგ პირველად - პორტუგალიის 7-ნომრიანი მაისური სხვას ეცვა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა, 17-წლიანი ტრადიცია ხუთშაბათს, შვედეთთან ამხანაგურ შეხვედრაში დაარღვია, საქმე იმაშია, რომ ამ დროის განმავლობაში, პორტუგალიის 7-ნომრიანი მაისური, კრიშტიანუ რონალდუს გარდა, არავის ჩაუცვამს.

39 წლის ფეხბურთელმა, შვედეთთან (5-2) მოგებულ შეხვედრაში დაისვენა, მისი საკულტო 7-ნომრიანი მაისური კი "ბრაგას" შემტევმა, ბრუმამ მოირგო - ეს არის პირველი შემთხვევა, 2007 წლის შემდეგ.

რონალდუ, რომლის საერთაშორისო დებიუტი 2003 წელს შედგა, მე-7 ნომრის სინონიმია, მას ეს ნომერი "მანჩესტერ იუნაიტედში", 2003/04 წლების პირველივე სეზონში მიანიჭეს. 2009/10 წლებში მადრიდის "რეალში" გადასვლის შემდეგ, მხოლოდ ერთი სეზონი ატარა 9-ნომრიანი მაისური, იქამდე, სანამ სამეფო კლუბს რაული დატოვებდა.

ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებულს, 2018 წელს, "იუვენტუსშიც" საყვარელი ნომერი დაახვედრეს და ასე მოხდა 2021 წელს, როცა პორტუგალიელი ოლდ ტრაფორდზე დაბრუნდა. როცა რონალდუს გადასვლა ახლო აღმოსავლეთში გადაწყდა, ალ ნასრის კაპიტანმა, ჯალოლიდინ მაშარიპოვმა, N7 მაშინვე გაათავისუფლა.

ცნობისთვის, ბრუმასთვის ეს ნომერი იღბლიანი აღმოჩნდა, თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო და 57-ე წუთზე, შვედეთს მე-4 გოლი სწორედ მან გაუტანა.

სხვა სტატიები