Belive

1 მატჩი კრუიფის ისტორიულ რეკორდამდე - ვოიცეხ შჩესნის სერია შეწყდა

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, "ბარსელონა" "დორტმუნდს" დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა. "სიგნალ იდუნა პარკზე" განცდილი მარცხის მიუხედავად, ორი მატჩის ჯამში ბარსელონელებმა 3:5 გაიმარჯვეს და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდნენ, სადაც "ინტერსა" და "ბაიერნს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

"ბარსელონას" პოლონელი მეკარე - ვოიცეხ შჩესნი, კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგის გაუმჯობესებასთან 1 ნაბიჯში იყო, თუმცა მისი საოცარი სერია შეწყდა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კატალონიური გრანდი 2025 წელს პირველად დამარცხდა.

კერძოდ, პოლონელი მეკარე იოჰან კრუიფის რეკორდს ხსნიდა - ლეგენდარულ იოჰან კრუიფს "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო შედეგი ეკუთვნის დებიუტანტ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც კლუბში მოსვლიდან ზედიზედ 23 მატჩში არ დამარცხებულად, შჩესნის კი წაუგებლად 22 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალურ ეტაპზე, კატალონიური გრანდი "ინტერსა" და "ბაიერნს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები