Belive

17-წლიანი თანამშრომლობა სრულდება: იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს დატოვებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ინფორმაციით, იოაჰიმ ლიოვი ქვეყნის მთავარი ნაკრების მწვრთნელის თანამდებობას მიმდინარე წელს დატოვებს. ინფორმაცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში გერმანულ პრესაში აქტიურად იწერებოდა, უკვე ოფიციალურმა სტრუქტურამაც დაადასტურა. ცნობილია, რომ 61 წლის სპეციალისტი ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაემშვიდობება. ამით ეროვნულ გუნდში გერმანელი თავკაცის 17-წლიანი მუშაობა დასრულდება: 2004-06 წლებში ის იურგენ კლინსმანის ასისტენტი გახლდათ, 2006 წლიდან კი მთავარი მწვრთნელია. ლიოვის ხელში გერმანიის ნაკრებმა 188 შეხვედრა ჩაატარა, 120 მოიგო, 37 ფრედ დაასრულა და 31-ში დამარცხდა. მისი ხელმძღვანელობით, ბუნდესნაკრები 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი, 2017-ში კი კონფედერაციის თასის გამარჯვებული გახდა. 2008 წელს გერმანიის ნაკრებმა ევროპის ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა, 2-ჯერ კი მსოფლიოს ჩემპიონატზე კი მესამე ადგილი დაიკავა. იოაჰიმ ლიოვი 2014 და 2017 წლებში, საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელად დაასახელეს.

სხვა სტატიები