17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკომ მეტოქეს 16:0 მოუგო
კატარში მიმდინარე 17-წლამდელთა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე, მაროკოს ნაკრებს, ჯგუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად, ახალი კალედონიის წინააღმდეგ გამარჯვება სჭირდებოდა... მათ გეგმა 'გადაჭარბებით' შეასრულეს.
მაროკომ ანგარიშით 16:0 გაიმარჯვა - მათ კარის მიმართულებით 80-ჯერ დაარტეს. ეს ტურნირის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალ კალედონიელები თამაშის 31-ე წუთზე ცხრა მოთამაშით დარჩნენ. ორი წითელი მიიღეს მაშინ, როცა მაროკო უკვე 3:0 იგებდა.
ეს სცენარი კიდევ უფრო გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ მაროკოელებმა პირველი ორი მატჩი წააგეს იაპონიასთან (2:0) და პორტუგალიასთან (6:0). ახალმა კალედონიამ ექვსი გოლი გაუშვა პორტუგალიელებთან (6:1), ხოლო იაპონიასთან ფრედ ითამაშა (0:0).
მაროკო შანსს ინარჩუნებს საუკეთესო მესამეადგილოსან გუნდებს შორის მოხვდეს და მერვედფინალში გავიდეს.
History made by the Atlas Lions! 🇲🇦🔥
— The Supreme Committee for Delivery and Legacy (@RoadtoQatar_en) November 9, 2025
The highest-ever score in U-17 World Cup history! #Morocco #U17WC pic.twitter.com/Mjk11LjRa5