სადავო აფრიკის თასი: მაროკო გასაჩივრებულის გასაჩივრებას აპირებს
2025 წლის აფრიკის ერთა თასის ფინალის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო დრამატულ ხასიათს იღებს: მაროკომ ოფიციალურად განაცხადა, რომ სენეგალისთვის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. სპორტული არბიტრაჟის სასამართლოს (CAS) ბოლო ვერდიქტის მიუხედავად, მაროკოს ფეხბურთის ფედერაცია თასის დათმობაზე უარს ამბობს - ეს ყველაფერი კი ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მატჩს უკავშირდება.
როგორ იქცა ქაოსური ფინალი თვეების განმავლობაში მიმდინარე სამართლებრივ დავად?
ვითარება გადამწყვეტი მატჩის 98-ე წუთზე დაიძაბა, როდესაც ტურნირის მასპინძელ მაროკოს სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. განრისხებულმა სენეგალელმა ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს და შეხვედრა 14 წუთით შეწყდა. მოედანზე დაბრუნების შემდეგ ბრაჰიმ დიასმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა, საბოლოოდ კი სენეგალმა დამატებით დროში 1:0 გაიმარჯვა.
ორი თვის შემდეგ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) სენეგალს ქცევის გამო ტიტული ჩამოართვა და მაროკოს 3:0 ტექნიკური გამარჯვება მიანიჭა, რასაც სენეგალის ფეხბურთის ფედერაციის (FSF) მხრიდან CAS-ში სარჩელის შეტანა მოჰყვა.
CAS-მა მსაჯის გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი, გამოტანილ გადაწყვეტილებაში CAS-მა მატჩის საბოლოო შედეგი დაადასტურა და განმარტა, რომ მსაჯის მიერ თამაშის განახლების გადაწყვეტილებით საკითხი ამოიწურა.
სპორტული არბიტრაჟის სასამართლომ (CAS) დააკმაყოფილა სენეგალის ფეხბურთის ფედერაციის (FSF) საჩივარი აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციისა (CAF) და მაროკოს სამეფო ფეხბურთის ფედერაციის (FRMF) წინააღმდეგ, რომელიც 2025 წლის აფრიკის ერთა თასის (AFCON 2025) ფინალს ეხებოდა. CAF-ის სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება გაუქმდა, ხოლო CAF-ის სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილება კვლავ ძალაში შევიდა - ვკითხულობთ განცხადებაში
როგორც ჩანს, ყველაფერი ამით არ დასრულებულა და ახლა მაროკო იბრძოლებს უკვე შეცვლილი გადაწყვეტილების კვლავ შესაცვლლელად.
🚨🇲🇦Morocco announces its intention to pursue all available legal avenues to appeal the Court of Arbitration for Sport's decision.
— Eric Njiru ⚽️ (@EricNjiiru) November 24, 2026
Morocco is particularly concerned by “the confirmed communication between German arbitrator Ulrich Haas and the President of the Senegalese… pic.twitter.com/EesqjMY7xc