Belive

ანჩელოტი: ,,ჩემპიონთა ლიგის მოგება დავიმსახურეთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა:
,,ამის დაჯერება არ შემიძლია. ფანტასტიკური სეზონი გამოვიდა. რთული თამაში იყო და საკმაოდ გაგვიჭირდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. საბოლოოდ, ყველა მატჩის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ამ ტურნირის მოგება დავიმსახურეთ. ძალიან ბედნიერები ვართ. მე რეკორდსმენი ვარ! გამიმართლა, რომ შარშან აქ მოვედი და ფანტასტიკური სეზონი ჩავატარეთ. მყავს ძალიან კარგი გუნდი ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელით. ბევრი რთული მატჩი გამოვიარეთ. გულშემატკივრები დღესაც დაგვეხმარნენ, ჩვენც ბედნიერები ვართ და ისინიც,'' - ანჩელოტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მადრიდის ,,რეალმა” ,,ლივერპული” 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა. კარლო ანჩელოტი გახდა პირველი სპეციალისტი ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ მოიგო.

სხვა სტატიები