Belive

კაფუ: ,,ჩემსა და არნოლდს შორის ბევრ საერთოს ვხედავ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კაფუმ, ,,ლივერპულის'' მცველზე, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდზე ისაუბრა:
,,ტრენტსა და მის კარიერას ლივერპულში ვაკვირდები. მისი პროგრესი ბოლო წლების განმავლობაში გასაოცარი იყო. უდავოა, რომ არნოლდი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია. ტრენტს დიდი გამოცდილება აქვს და ჩემსა და მას შორის ბევრ საერთოს ვხედავ. მასსაც, ჩემსავით, წინ წასვლისა და შეტევის სურვილი აქვს. არნოლდის თამაში ჩემს თამაშს ძალიან ჰგავს,'' - კაფუს სიტყვებს BBC-ი ციტირებს.
მიმდინარე სეზონში არნოლდის ანგარიშზე ,,ლივერპულის'' მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 2 გოლი და 19 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები