Belive

სან ლორენსოს მწვრთნელი: ,,მესის მიმართ სტვენა მსოფლიო ფეხბურთის დაცემაა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,სან ლორენსოს'' მთავარმა მწვრთნელმა, პედრო ტროლიომ, გააკრიტიკა ,,პარი სენ ჟერმენის'' ფანები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, ლეო მესის უსტვინეს:
,,ფანების მხრიდან მესის მიმართ სტვენა მსოფლიო ფეხბურთის დაცემას ნიშნავს. მესმის, რომ სტადიონზე ვიღაც მესის სანახავად მიდის და შეიძლება გაბრაზდეს, როცა ლეო საკუთარ თავს არ ჰგავს, მაგრამ მის მიმართ სტვენა არ შეიძლება ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს უსტვინო იმის გამო, რომ მისი გუნდი ტურნირს გამოეთიშა, წარმოუდგენელია. მას საოცარი კარიერა აქვს. ასეთი რამ სრულიად შეუსაბამოა, უბრალოდ, არ მჯერა,'' - ტროლიოს სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ,,პარი სენ ჟერმენის'' გულშემატკივრებმა, საკუთარი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის მესისა და ნეიმარს, უსტვინეს. მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პსჟ-ს” მაისურით ჩატარებულ 26 მატჩში 7 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები