Belive

მანე: ,,მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ჩემი ახალი ოცნებაა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სენეგალის ნაკრებისა და ,,ლივერპულის'' თავდამსხმელმა, სადიო მანემ, განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ოცნებობს:
,,აფრიკის თასის მოგების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ჩემი ახალი ოცნებაა. ამისთვის ჯერ მუნდიალზე უნდა გავიდეთ, მაგრამ, მინდა, გიჟური იდეების მჯეროდეს, სენეგალის მსოფლიო ჩემპიონობა კი სწორედ ასეთია. თუ ამას მივაღწევ, რა თქმა უნდა, ვიქნები საუკეთესო ფეხბურთელებს შორის, რომლებიც ყოველწლიურად ოქროს ბურთისთვის იბრძვიან,'' - მანეს სიტყვებს Marca ციტირებს.
მანემ სენეგალის ნაკრებთან ერთად წელს აფრიკის თასი მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მიმდინარე სეზონში 29 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე ,,ლივერპულის'' მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 14 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები