Belive

დონარუმა: ,,ახლა ლიგა 1-ის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა:

,,ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა მძიმე დარტყმა იყო. გასული ორი დღე იოლი არ ყოფილა, მაგრამ სწორედ ასეთი რთული მომენტებით ვძლიერდებით. ახლა უნდა ვიფიქროთ დღევანდელ დღეზე, ლიგა 1-ის მოგებაზე. ამ ფორმისთვის, გუნდისთვისა და გულშემატკივრებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რასაც აქამდეც ვაკეთებდით. დავიწყოთ ყველაფერი თავიდან,'' - დაწერა იტალიელმა ინსტაგრამის პირად გვერდზე.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რეალმა” ,,პარი სენ ჟერმენს” 3:1 მოუგო. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი პარიზული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, შედეგად მადრიდელებმა ორი თამაშის ჯამში 3:2 იმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Gianluigi Donnarumma (@gigiodonna99)

სხვა სტატიები