Belive

პოლონური მედია - ფიფა პოლონეთისა და რუსეთის მატჩის ჩატარებას ივნისში გეგმავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფიფას პოლონეთსა და რუსეთს შორის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საფლეიოფო მატჩის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ გამოუცხადებია. პოლონური მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ნაკრები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთეს, ფიფაში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათთვის ხელსაყრელი გამოსავალი იპოვონ. ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის ერთ-ერთი გეგმა საფლეიოფო შეხვედრის ივნისის თვეში გადატანაა.
,,ამ ეტაპისთვის ფიფასგან რუსეთის წინააღმდეგ ფლეიოფის მატჩის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია,'' - განაცხადა პოლონეთის ნაკრების პრესსპიკერმა იაკუბ კვიატკოვსკიმ.
პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ნაკრების ფეხბურთელებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთთან თამაშს არ აპირებენ. პოლონელებმა ამის შესახებ ფიფას რამდენიმეჯერ შეატყობინეს.

სხვა სტატიები