Belive

მატეუ ალემანი: ,,არ ვფიქრობ, რომ ასეთი შემადგენლობით ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონას'' დირექტორმა, მატეუ ალემანიმ, კატალონიურ გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა:
,,ხავი მთავარი მწვრთნელის პოსტზე თავს კარგად გრძნობს. მისი მუშაობით კმაყოფილები ვართ. თითოეული ტრანსფერი მის არჩევანზეა დამოკიდებული. მან ზამთრის ტრანსფერებში გადამწყვეტი როლი ითამაშა. არ ვფიქრობ, რომ ასეთი შემადგენლობით ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კატასტროფა იქნება,'' - ალემანის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
ლა ლიგაში ჩატარებული 22 მატჩის შემდეგ, ,,ბარსელონა'' 38 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა და ლიდერ ,,რეალს'' 15 ქულით ჩამორჩება (კატალონიური გუნდის ანგარიშზე ერთით ნაკლები მატჩია).

სხვა სტატიები