Belive

ფორბსი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბების სიას აქვეყნებს

7 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

Forbes-მა 2023 წლის 50 ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბი დაასახელა.

მათი საერთო ფასი 256 მილიარდი დოლარია, რაც გასულ წელთან შედარებით 15%-ით მეტია.

ტოპ 50-ეულში ყველაზე მეტი - ამერიკული ფეხბურთის გუნდია (30), მეორე ადგილზე ფეხბურთია (7), მესამეზე - კალათბურთი (6), მეოთხეზე - ბეისბოლი (3), მეხუთეზე კი - ფორმულა 1 (2).

ყველაზე ძვირადღირებული გუნდები მსოფლიოში:

  1. დალას კოვბოიზი - ამერიკული ფეხბურთი, 9 მილიარდი დოლარი
  2. ნიუ იორკ იანკიზი - ბეისბოლი, 7,1 მილიარდი დოლარი
  3. გოლდენ სტეიტ უორიორსი - კალათბურთი, 7 მილიარდი დოლარი
  4. ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი - ამერიკული ფეხბურთი, 7 მილიარდი დოლარი
  5. ლოს ანჯელეს რემსი - ამერიკული ფეხბურთი, 6,9 მილიარდი დოლარი
  6. ნიუ იორკ ჯაიენტსი - ამერიკული ფეხბურთი, 6,8 მილიარდი დოლარი
  7. ჩიკაგო ბეარსი - ამერიკული ფეხბურთი, 6,3 მილიარდი დოლარი
  8. ლას ვეგარს რეიდერსი - ამერიკული ფეხბურთი, 6,2 მილიარდი დოლარი
  9. ნიუ იორკ ჯეტსი - ამერიკული ფეხბურთი, 6,1 მილიარდი დოლარი
  10. ნიუ იორკ ნიქსი - კალათბურთი, 6,1 მილიარდი დოლარი.
  11. რეალ მადრიდი - ფეხბურთი, 6,07 მილიარდი დოლარი
  12. ვაშინგტონ კომანდერსი - ამერიკული ფეხბურთი, 6,05 მილიარდი დოლარი
  13. მანჩესტერ იუნაიტედი - ფეხბურთი, 6 მილიარდი დოლარი
  14. სან ფრანცისკო 49ers - ამერიკული ფეხბურთი, 6 მილიარდი დოლარი
  15. ლოს ანჯელეს ლეიკერსი - კალათბურთი, 5,9 მილიარდი დოლარი.

მე-18 ადგილს კატალონიის ,,ბარსელონა'' იკავებს (5,5 მილიარდი დოლარი), მე-20 ადგილზე ,,ლივერპულია (5,28 მილიარდი დოლარი), 23-ეა ,,მანჩესტერ სიტი'' (4,99 მილიარდი დოლარი), 24-ე - ,,ბაიერნი'' (4,86 მილიარდი დოლარი), 36-ე კი - ,,პარი სენ ჟერმენი'' (4,21 მილიარდი დოლარი.

სხვა სტატიები