Belive

მილანმა ტეო ერნანდესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის” მცველმა, ტეო ერნანდესმა, გუნდთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ახალი კონტრაქტის თანახმად, 24 წლის ფეხბურთელი ,,მილანში'' 2026 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

,,ბედნიერი ვარ. მილანში, პერსონალთან ერთად მუშაობით, პირველივე დღიდან სიამოვნებას ვიღებ. სწორედ ამიტომ გავახანგრძლივე კონტრაქტი. ახლა მუშაობა იმავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ. ჩემი გადაბირება მართლაც ბევრ გუნდს სურდა, მაგრამ მე მხოლოდ მილანზე ვფიქრობდი. გულშემატკივრებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და აქ ძალიან ბედნიერი ვარ,'' - განაცხადა ერნანდესმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
ერნანდესი ,,მილანში” 2019 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ფრანგი მცველის ანგარიშზე იტალიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები