Belive

ალეგრი: ,,უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ახლა იუვენტუსი ცხრილის შუა ნაწილის გუნდია''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის ,,იუვენტუსის'' მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ,,ვერონასთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,სიტყვები ახლა აზრდაკარგულია. რთულ სიტუაციაში ვართ და უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ იუვენტუსი ცხრილის შუა ნაწილის გუნდია. მეტი მონდომების გამოვლენითა და თამაშის ხარისხზე მუშაობით შეგვიძლია, ამ სიტუაციიდან გამოვძვრეთ. წუხილს აზრი არ აქვს, ეს ვერ დაგვეხმარება. უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე თუ რა უნდა გავაკეთოთ, შემდეგ კი ყველაფერი დალაგდება. იუვენტუსის მაისურით თამაში ცხრილის შუაში მყოფ გუნდებთან გარანტირებულ მოგებას არ ნიშნავს. თითოეული ქულა მოსაპოვებელია და ეს სწორი მიდგომით უნდა გავაკეთოთ. ვერონამ იცოდა, როგორ უნდა ეთამაშა ჩვენ დასამარცხებლად. ჩვენ კი გვეგონა, რომ მათზე უკეთესები ვიყავით, რაც შეცდომაა, ახლა ეს ასე არ არის,'' - ალეგრის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
სერია ა-ს მე-11 ტურში ,,ვერონამ'' ,,იუვენტუსს'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი 15 ქულით ცხრილის მე-8 პოზიციაზეა და ლიდერ ,,ნაპოლის'' 13 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები