Belive

აგუერო: ,,ელ კლასიკოს მოგების შესაძლებლობა რაღაც განსაკუთრებულია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, მადრიდის ,,რეალთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ახლა, როცა აქ ვარ, ელ კლასიკოს მოგების შესაძლებლობა რაღაც განსაკუთრებულია, რადგან ეს მეხსიერებაში რჩება და სწორედ ის არის, რის გამოც გადმოვედი. ამ მატჩის ყურებისას, მესის გამო, ყოველთვის მინდოდა, რომ ბარსელონას მოეგო. მოგების გასაღები? შექმნილი მომენტების გამოყენება... გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 3 ქულის მოპოვების გარდა, გულშემატკივრებს ახარებ,'' - აგუეროს სიტყვებს Sport.es-ი ციტირებს.
ლა ლიგის მე-10 ტურში ,,ბარსელონა'' ,,რეალს'' უმასპინძლებს. მატჩი კვირას, 24 ოქტომბერს, გაიმართება.

სხვა სტატიები