Belive

კლოპი: ,,სალაჰი ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ,,უოტფორდთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, განაცხადა, რომ ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰია:
,,ვერაფერს ვიტყვი, კარგი თამაში გამოვიდა. სანაკრებო პაუზის შემდეგ სასურველი რიტმის პოვნა რთულია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა შეხვედრამდე მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩაატარა, ჩემი ფეხბურთელები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. სალაჰმა საოცრად ითამაშა, მისი გოლი განსაკუთრებულია. მოჰამედი უმაღლესი დონის ფეხბურთელია და ამას ყველანი ვხედავთ. ვინ არის მასზე უკეთესი? არ ღირს იმაზე საუბარი თუ რა გააკეთეს რონალდუმ და მესიმ მსოფლიო ფეხბურთში, მათ დომინაციაზე... მაგრამ, ახლა საუკეთესო სალაჰია,'' - კლოპის სიტყვებს BBC-ი ციტირებს.
პრემიერლიგის მე-8 ტურში ,,ლივერპულმა'' ,,უოტფორდი'' სტუმრად 5:0 დაამარცხა. სალაჰმა მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. მიმდინარე სეზონში ეგვიპტელი 6 გოლით ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

სხვა სტატიები