Belive

,,გადაგვარჩინე, რობერტო! შენ ჩვენი ბოლო იმედი ხარ!'' - შოტლანდიური გაზეთი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოველდღიურმა შოტლანდიურმა გაზეთმა, The National-მა ინგლისსა და იტალიას შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ, ახალი ნომერი ორიგინალური ყდით გამოუშვა. გაზეთის ყდაზე ,,სკუადრა აძურას'' მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინია, რომელიც შოტლანდიელთა ეროვნულ გმირს, უილიამ უოლასს გამოხატავს:

,,გადაგვარჩინე, რობერტო! შენ ჩვენი ბოლო იმედი ხარ! კიდევ 55 წელი მათგან ამაზე საუბარს ვეღარ მოვითმენთ,'' - წერია გაზეთის მთავარ ყდაზე.
გაზეთი The National-ი, ნაციონალისტური იდეოლოგიის გამოცემაა, რომელიც შოტლანდიის დამოუკიდებლობას მხარს ღიად უჭერს. ინგლისსა და იტალიას შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი კვირას, 11 ივნისს, ,,უემბლიზე'' გაიმართება. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები