ჯაკომო ბონავენტურამ იტალიის ნაკრების რეკორდი დაამყარა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში იტალიის ნაკრებმა მალტას 4:0 მოუგო.
მატჩში ანგარიში ჯაკომო ბონავენტურამ გახსნა. შედეგად, ნახევარმცველი, 34 წლისა და 53 დღის ასაკში, ,,სკუადრა აძურას'' რიგებში, სადებიუტო გოლის ყველაზე ასაკოვანი ავტორი გახდა.
ბონავენტურა ნაკრებში დიდხნიანი პაუზის შემდეგ გამოიძახეს - იტალიელს ეროვნულ გუნდში 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის C ჯგუფში იტალიას 10 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს. სპალეტის გუნდი მომავალ შეხვედრას 17 ოქტომბერს, ინგლისთან სტუმრად გამართავს.