Belive

"20 მილიონი და მყარი ფინანსური გარანტიები" - რას სთავაზობს ქუთაისის ტორპედოს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი?

2 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
6 ივლისს, თბილისში, სასტუმრო "ბილტმორში", ქუთაისის "ტორპედოს" შესყიდვით დაინტერესებულმა „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა“ პრესკონფერენცია გამართა. კომპანიის მესვეურებმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, თავიანთი გეგმები გაამხილეს და კლუბის გადაცემის პროცესის შესახებაც ისაუბრეს.
"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მიზანია, რომ შევისყიდოთ ქუთაისის "ტორპედო" და სასტარტო კაპიტალის სახით, კლუბში 20 მილიონი ევრო დავაბანდოთ, რაც ქართულ რეალობაში მცირე თანხა ნამდვილად არ არის. მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ გუნდში არსებული ფეხბურთელები, რადგან რაოდენ დიდი კაპიტალიც არ უნდა ჩაიდოს კლუბში, მათ გარეშე შედეგების დაფიქსირება შეუძლებელი იქნება. სამწუხაროა, რომ გუნდი ერთმა ფეხბურთელმა, სამუელ ინკუმმა უკვე დატოვა. ჩვენ გვსურს, რომ შევხვდეთ, კლუბის ერთგულ ქომაგებს, რომლებიც ამ გუნდის მთავარი მამოძრავებელი ბირთვია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი, სპორტისა და კულტურის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ძალისხმევით, მოხერხდება და კლუბი მოახერხებს ფეხზე წამოდგომას. ვინც მიცნობს, იცის, რომ სიტყვების ჰაერზე სროლა არ მიყვარს. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ კლუბს მყარი ფინანსური გარანტიები ექნება. ჩვენ კლუბში შესვლას თანამედროვე ბიზნესში მიღებული თამაშის წესებით შევდივართ", - ამბობს კომპანიის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი, დავით ლორთქიფანიძე.
No description available.
"ქართულ სპორტს სჭირდება მომგებიანი გარემოს შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ფულის ჩადებით შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ჩვენ გვსურს, რომ აქ შემოსვლის შემთხვევაში, არამხოლოდ "ტორპედო", მთლიანად ქართული ფეხბურთის ღირებულება გაცილებით გაზრდილი გახდეს. გვსურს, რომ რეგიონის სპორტულ ცენტრად ვიქცეთ.  ჩვენს კომპანიას აქვს, ხედვები და საერთაშორისო პარტნიორები, ისეთები, რომლებიც საქართველოში, თამამად შემიძლია ვთქვა, არავის ჰყავს საქართველოში, თანაც ვიცით, რომ მხოლოდ ფინანსების რაოდენობა არ განსაზღვრავს წარმატებას. შესაძლოა, კლუბში 100 მილიონი დააბანდო, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, 5 წელიწადში ფუჭად გადაყრილი თანხა გამოვა.  ჩვენი მიზანია, რომ უახლოეს ორ წელიწადში სტრუქტურა მაქსიმალურად გამჭვირვალე გავხადოთ. მათი პოტენიცალის შესაბამისად, კლუბში დასაქმებული 150 ადამიანი მაქსიმალურად გადავამზადოთ ევროპული სტანდარტების შესაბამისად. გვსურს, შევცვალოთ მენეჯმენტი და თანამედროვე ხედვების შესაბამისად დავაკომპლექტოთ. გვსურს, არამხოლოდ საკუთარი კლუბის განვითარება, არამედ ისეთი კონკურენტული გარემოს შექმნა, რომ ევროპულმა კლუბებმა აქ საკუთარი აკადემიები გახსნან და ქართველ ბავშვებზე ნადირობა დაიწყონ. პირდაპირ ვაცხადებთ, რომ, ქუთაისის "ტორპედოში" იმაზე ნაკლები ბიუჯეტი არ ექნება, ვიდრე ქვეყნის წამყვან კლუბებს აქვთ. კლუბს აქვს ფინანსური დავალიანებები და იმისთვის, რომ კლუბმა ვალები გაისტუმროს და სეზონი განახლებული შემადგენლობით ჩაამთავროს, სულ მცირე 5 მილიონია საჭირო", - აცხადებს კომპანია "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" პრეზიდენტი, აიეტ კუკავა.
No description available.
"ვიცით, რომ არსებობს ჩვენი კონკურენტი კომპანია, რომელსაც ქუთაისის "ტორპედოში" შესვლის სურვილი. რომელი კომპანიაც უკეთეს პირობებს და შეთავაზებებს დააფიქსირებს, კლუბი მის ხელში გადავა. ჩვენ აუცილებლად წარმოვადგენთ საბანკო ანგარიშებს და ფინანსურ გარანტიებს, რომელსაც დოკუმენტურად დავადასტურებთ. ამ ორი კომპანიის კონკურენციის პირობებში, უპირატესობა იმ მხარეს მიენიჭება, რომელიც გუნდში ცვლილებების შესატანად უფრო მზად იქნება, რომელსაც გონვირულ ვადებში რეალური ნაბიჯების გადადგმის რეალური შესაძლებლობა ექნება. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ერთ კვირაში ამ ყველაფერზე ზრუნვა და ახალი სეზონისთვის კლუბის დაკომპლექტება დავიწყოთ, თუმცა საამისოდ მყარი სახელმწიფო გარანტიები გვჭირდება. ჩვენ რეგიონის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების პროცესი დაწყებული გვაქვს. შეხვედრები გვქონდა გუბერნატორთან და ქალაქის მერიასთან. მათი მხრიდან კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს. ისინი, ითხოვენ სპორტისა და კულტურის და ეკონონომიკის სამინისტროების ჩართულობა. ჩვენთვის ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორი არის დროის დეფიციტი, რადგან "ტორპედოს" მაქსიმალურად სწრაფად სჭირდება შველა, მაგრამ საამისოდ მყარი გარანტიები გვჭირდება. ჩვენ ხვალ მივემგზავრებით ქუთაისში და დიდი ალბათობით, შედგება შეხვედრა რეგიონის ხელმძღვანელობასთან", - მიხეილ აბაიშვილი, კომპანია "ალიანს ჰოლდინგ ჯგუფის პრეს-სპიკერი".
https://old.belive.ge/erovnuli-liga/italielebis-tsasvlis-shemdeg-quthaisis-torpedos-akhali-investori-gamouchnda/   https://old.belive.ge/erovnuli-liga/torpedo-eligis-erth-erthma-qhvelaze-gamotsdilma-legionerma-datova/  

სხვა სტატიები