Belive

12 წელი და დიდი ეპოქა - იან ზომერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთი ათწლეულის შემდეგ, შვეიცარიის ნომერ პირველმა მეკარემ, იან ზომერმა, 35 წლის ასაკში სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

ამ ფაქტს, სოციალურ ქსელში, შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს.

იან ზომერის სანაკრებო დებიუტი 2012 წელს შედგა, მას შემდეგ, მეკარემ შვეიცარიის ნაკრებთან ერთად 3 მსოფლიოსა და 3 ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. საბოლოოდ კი ეროვნულ ნაკრებში 94 მატჩი დაუგროვდა.

ახლა კი საკლუბო ფეხბურთში ბოლო ძალების მოკრეფვის დრო დადგა - სწორედ ეს გახდა ეროვნული ნაკრებიდან წასვლის მიზეზი.

ზომერი ინტერთან ერთად სერია A-ს მოქმედი გამარჯვებულია და ეს ყველაფერი მან პირველივე, სადებიუტო სეზონში შეძლო.

35 წლის მეკარემ ასევე მოიგო ბუნდესლიგის ტიტულები მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად და 4-ჯერ გახდა "ბაზელთან" ერთად შვეიცარიის ჩემპიონი.

იან ზომერს შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებში "დორტმუნდის" მეკარე - გრეგორ კობელი ჩაანაცვლებს.

სხვა სტატიები