Belive

12 წელი და 51 ფორვარდი - ვესტ ჰემის უცნაური სტატისტიკა

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
2022/23 წლების სეზონის წინ, "ვესტ ჰემ იუნაიტედმა" "სასუოლოდან" 35.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, იტალიის ნაკრების თავდამსხმელი, ჯანლუკა სკამაკა დაიმატა. ბოლო წლებში, "ჩაქუჩები" ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ფეხბურთელების ხშირად დამატებით გამოირჩევიან და ამის დასტურად, სტატისტიკის მოშველიება შეგვიძლია, რომელიც საკმაოდ დახუნძლულია. საქმე ისაა, რომ 23 წლის იტალიელი ფეხბურთელის დამატება ლონდონური კლუბისთვის ბოლო 12 წელიწადში ცენტრალური ფორვარდის რიგით 51-ე ტრანსფერი გახლდათ. ბოლო წლების განმავლობაში, "ვესტ ჰემის" შემადგენლობაში არაერთი ეროვნების, ასაკის, ფიზიკური მონაცემებისა და სატრანსფერო ფასის მქონე თავდამსხმელმა ითამაშა, თუმცა განსაკუთრებულად შედეგიანი ძალიან ცოტა აღმოჩნდა. კონკრეტულად, ამ 51 ფეხბურთელიდან მხოლოდ 12 იყო ისეთი, რომელმაც კლუბში სულ მცირე 50 მატჩი ჩაატარა, მათ შორის ყველაზე პროდუქტიული კი 228 შეხვედრითა და 61 გოლით მაიკლ ანტონიო აღმოჩნდა.
No description available.

ბოლო 12 წლის განმავლობაში, "ვესტ ჰემის" მიერ დამატებული 51 ფორვარდის სრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

ბენი მაკკარტი – 14 მატჩი, 0 გოლი მიდო – 9 მატჩი, 0 გოლი ილანი – 11 მატჩი, 4 გოლი პაბლო ბარერა – 23 მატჩი, 0 გოლი ფრედერიკ პიკიონი - 62 მატჩი, 11 გოლი ვიქტორ ობინა – 32 მატჩი, 8 გოლი დემბა ბა – 13 მატჩი, 7 გოლი რობი კინი – 10 მატჩი, 2 გოლი ჯონ კერიუ – 21 მატჩი, 2 გოლი სემ ბალდოკი – 22 მატჩი, 5 გოლი ბრაიან მონტენეგრო – 1 მატჩი, 0 გოლი ჯო დიქსონი – 0 მატჩი, 0 გოლი ნიკი მეინარდი – 17 მატჩი, 4 გოლი რიკარდო ვაზ ტე – 61 მატჩი, 19 გოლი მოდიბო მაიგა – 45 მატჩი, 7 გოლი ენდი კეროლი – 142 მატჩი, 34 გოლი შონ მაგუაირი – 0 მატჩი, 0 გოლი მარუან შამახი – 3 მატჩი, 0 გოლი ველინგტონ პაულისტა – 0 მატჩი, 0 გოლი მლადენ პეტრიკი – 4 მატჩი, 0 გოლი კარლტონ კოული – 56 მატჩი, 9 გოლი ჯაანაი გორდონი – 0 მატჩი, 0 გოლი მარკო ბორიელო – 2 მატჩი, 0 გოლი მაურო ზარატე – 29 მატჩი, 7 გოლი დიაფრა სახო – 71 მატჩი, 24 გოლი ენერ ვალენსია – 68 მატჩი, 10 გოლი ნენე – 8 მატჩი, 0 გოლი მარტინ სამუელსენი – 2 მატჩი, 0 გოლი მაიკლ ანტონიო – 228 გოლი, 61 გოლი ნიკიჩა იელავიჩი - 14 მატჩი, 2 გოლი ემანუელ ემენიკე – 16 მატჩი, 2 გოლი ლუკა ბელიჩი – 0 მატჩი, 0 გოლი სიმონე ძაძა – 11 მატჩი, 0 გოლი ჯონათან კალერი – 19 მატჩი, 1 გოლი ტონი მარტინესი – 3 მატჩი, 0 გოლი სოფიან ფეგული – 27 მატჩი, 4 გოლი ანდრე აიუ - 50 მატჩი, 12 გოლი ეშლი ფლეტჩერი – 20 მატჩი, 1 გოლი მარკო არნაუტოვიჩი – 65 მატჩი, 22 გოლი ხავიერ ერნანდესი – 63 მატჩი, 17 გოლი ჯორდან ჰაჯილი – 3 მატჩი, 0 გოლი ოლადაპო აფოლაიანი – 1 მატჩი, 1 გოლი ლუკას პერესი – 19 მატჩი, 6 გოლი ქსანდე სილვა – 2 მატჩი, 0 გოლი ანდრეი იარმოლენკო - 86 მატჩი, 13 გოლი მესაკე ჯუ – 0 მატჩი, 0 გოლი სებასტიან ალე – 54 მატჩი, 14 გოლი ალბიან აიეთი – 12 მატჩი, 0 გოლი ჯარედ ბოუენი – 104 მატჩი, 27 გოლი ნიკოლა ვლაშიჩი – 31 მატჩი – 1 გოლი 2

სხვა სტატიები