Belive

რუბინის სპორტული დირექტორი: ,,ჩვენი ფასი ხვიჩას სანაცვლოდ 30 მილიონი ევროა''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის ,,რუბინის'' სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ, განაცხადა, რომ გუნდი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას, 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა:
,,ჩვენი ფასი ხვიჩას სანაცვლოდ 30 მილიონი ევროა,'' - იაროვინსკის სიტყვებს sports.ru ციტირებს.
რუსული პრესის ცნობით, ,,რუბინს'' კვარაცხელიას ტრანსფერზე კონკრეტული წინადადებით არაერთმა ევროპულმა გუნდმა მიმართა. მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. 20 წლის შემტევს რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.  

სხვა სტატიები