Belive

ვილი სანიოლი: "შვედეთთან ვნახეთ, რომ სანახაობრივი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია, მინდა ეს მომავალშიც ვნახო"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარევი ეტაპის მეორე ტურის წინ, პრესკონფერენცია გამართა და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ფრანგმა სპეციალისტმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის შვედეთთან ჩატარებულ შეხვედრასა და ფეხბურთელების ინდივიდუალურ შედეგებზე.
"შვედეთთან მატჩში ჩემი ფეხბურთელების თამაშით ამაყი ვარ. რა თქმა უნდა, ორი დღის შემდეგაც იგივეს ვფიქრობ. ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ ათი დღე გავიდა და ვფიქრობ, ამ პერიოდის განმავლობაში, ფეხბურთელებისა და ჩემი კომუნიკაცია უფრო გაიზარდა და უფრო მეტი დადებითი ასპექტი დავინახეთ. სამწუხაროა, რომ თორნიკე ოქრიაშვილი გვაკლია, თუმცა სანაკრებო ფეხბურთი განსხვავებულია და აქ დიდი არჩევანის საშუალება არ გვაქვს. შვედეთთან შეხვედრის მეორე ტაიმში, ჩვენმა ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ სანახაობრივი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და მინდა ეს მომავალშიც ვიხილო. შვედეთთან შეხვედრის მეორე ტაიმში გადავწყვიტე, რომ ბურთზე კონტროლის დაწესება გვჭირდებოდა, სწორედ ამიტომ შევცვალეთ ჯაბა კანკავა. ეს ერთგვარი ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. ხვიჩა კვარაცხელიამ შვედეთთან მატჩში პირველ ტაიმში მცირე ტრავმა მიიღო, თავის ტკივილი იგრძნო და გადავწყვიტეთ, რომ ის დაგვესვენებინა და და მეორე ნახევარში არ ვათამაშეთ. თუმცა ახლა, ის ჯანმრთელადაა და ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, მას კუნთის ტრავმა აქვს და სამწუხაროდ, ის მომდევნო ორ შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება. ყველამ ვნახეთ, რომ იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარეს, საკუთარი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს და მე მათი თამაშით კმაყოფილი ვარ", - თქვა სანიოლმა.
საქართველოს ნაკრები 43 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით თბილისში პირველად 28 მარტს, ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები