Belive

11 წლის შემდეგ: ვან დერ სარმა ამსტერდამის აიაქსი დატოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა მეკარემ, ედვინ ვან დერ სარმა, ამსტერდამის აიაქსის აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა.

თითქმის 11 წლის შემდეგ, რომელიც ვეტერანმა გოლკიპერმა კლუბის აღმასრულებელ საბჭოში გაატარა, გადაწყვიტა, რომ ნიდერლანდების ყველაზე ტიტულოვან კლუბს დაემშვიდობოს.

52 წლის მენეჯერი, კოლეგებს მოვალეობის შესრულების უფლებას 2023 წლის 1 ივნისიდან გადასცემს, მიუხედავად იმისა, რომ სამეთვალყურეო საბჭომ ედვინს სთხოვა, თანამდებობაზე 1 აგვისტომდე დარჩენილიყო.

"თითქმის თერთმეტი წლის განმავლობაში დირექტორთა საბჭოში ყოფნის შემდეგ, მე დავასრულე ჩემი მოგზაურობა. ჩვენ ერთად გვქონდა შესანიშნავი მომენტები, მაგრამ ეს იყო ასევე წარმოუდგენლად რთული პერიოდი. მე ძალიან მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც გავიცანი და ვისთან ერთადაც ვიმუშავე "აიაქსში" ჩემს მეორე პერიოდში, იმისთვის, რაც გამოვიარეთ და რასაც ერთად მივაღწიეთ.

საჭიროდ ვგრძნობ უკანა სკამზე გადავჯდე, ცოტა დავისვენო და სხვა საქმეები გავაკეთო. ამ დიდი კლუბის მომავალზე გადაწყვეტილების მიღება უახლოეს მომავალში რთულია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ახლა წავსულიყავი", - თქვა ედვინ ვან დერ სარმა.

ვან დერ საარი აიაქსის დირექტორთა საბჭოს წევრად 2012 წლის ნოემბრიდან მუშაობს. მისი მოგზაურობა მარკეტინგის დირექტორის თანამდებობაზე დაიწყო, რის შემდეგაც 2016 წლის ნოემბერში გენერალური დირექტორი გახდა. მისი ხელმძღვანელობით ამსტერდამელებმა ხუთჯერ ნიდერლანდების ერედივიზონი, ორჯერ კი ქვეყნის თასი მოიგეს.

სხვა სტატიები