11 რეკორდი რომელიც მესიმ მიმდინარე სეზონში დაამყარა
4 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
-
- მესიმ ლა ლიგაში 25 გოლი გაიტანა და პიჩიჩის ჯილდო მეშვიდედ მოიგო.
- გარდა საკუთარი გოლებისა, მესიმ თანაგუნდელებსაც არაერთხელ გაატანინა - მან 22 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც ლა ლიგაში სარეკორდოა.
- მესი პირველი ფეხბურთელია ლა ლიგაში, რომელმაც სეზონი 20-ზე მეტი გოლითა და ასისტით დაასრულა.
- მესი თვის საუკეთესო ფეხბურთელად შვიდჯერ დასახელდა - მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოთამაშე ისტორიაში
- ლეომ მოახერხა და ზედიზედ მე-12 სეზონი დაასრულა 20-ზე გოლით
- მესის 2019/20 წლების სეზონში კარიერის მანძილზე 1000 გატანილ გოლში მონაწილეობა (გოლი+ასისტი) დაუგროვდა. ფეხბურთის ისტორიაში სხვას ეს არავის გაუკეთებია.
- მესის სეზონში 500 მოგება დაუგროვდა კარიერაში, რაც ესპანურ ფეხბურთში საუკეთესო შედეგია.
- ლა ლიგაში ჰეთ-თრიქების რეკორდი რონალდუს ეკუთვნოდა - 34, თუმცა მესიმ ეს შედეგიც გააუმჯობესა - 36.
- ბარსელონას არც ერთ ფეხბურთს არ მიუღია მესიზე მეტ კლასიკოში მონაწილეობა - არგენტინელს "რეალთან" კარიერაში 46 მატჩი აქვს ჩატარებული.
- ლეომ ოქტომბერში ჩემპიონთა ლიგაზე "სლავიას" გაუტანა და გახდა პირველი ფეცბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 15 სეზონში მოახერხა თავის გამოჩენა.
- მესის ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი, 34 გუნდის წინააღმდეგ აქვს გოლი გატანილი.