100 მილიონი ევრო ანტონის სანაცვლოდ - იუნაიტედი აიაქსს ტრანსფერზე შეუთანხმდა
ამსტერდამის ,,აიაქსის'' შემტევი, ანტონი, კარიერას ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ,,წითელი ეშმაკები'' მზად არიან, ბრაზილიელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადონ (რეკორდული თანხა ერედივიზიონის ისტორიაში).
მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და 22 წლის ფეხბურთელი ,,იუნაიტედთან'' 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
ანტონიმ რამდენიმე დღის წინ, რომანოსთან საუბრისას დაადასტურა, რომ ,,აიაქსიდან'' წასვლა რამდენიმე თვეა გადაწყვეტილი აქვს.
22 წლის ბრაზილიელმა გასულ სეზონში ამსტერდამული გუნდის მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Antony to Manchester United, here we go! Agreement in principle with Ajax, €100m fee. Contract until June 2027 with option until 2028. To be signed tomorrow. 🚨🔴🇧🇷 #MUFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 28, 2022
Contracts being prepared, it’s Eredivisie historical record fee — Antony will be in Manchester next week. pic.twitter.com/Wr9mUiX1Ud