ვინაიდანაც პრემიერლიგა გაურკვეველი დროით შეჩერდა, "ტოტენჰემის" ლიდერ ჰეუნ-მინ სონს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა უწევს.
სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი სამშობლოში გასულ თვეს გაემგზავრა.
რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში კადრები გავრცელდა, სადაც სონი სამხედრო სამსახურში ყოფნისასაა აღბეჭდილი.
როგორც ცნობილია, "ტოტენჰემის" ფეხბურთელი ლონდონში მაისის ბოლოს დაბრუნდება.