Belive

10/10 - გნაბრიმ L'Equipe-ის მაქსიმალური შეფასება მიიღო 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერჟ გნაბრიმ ლონდონში სპექტაკლი დადგა, ის რაც მან "არსენალის" შემადგენლობაში 5 წელი თამაშის განმავლობაში ვერ მოახერხა, ინგლისის დედაქალაქში "ბაიერნის" მაისურით დაბრუნებულმა შეძლო. 24 წლის ფეხბურთელმა "ტოტენჰემს" ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში (7:2) პოკერი შეუსრულა და გულშემატკივრის აღფრთოვანებასთან ერთად, თვით გამოცემა L'Equipe-ის მაქსიმალური შეფასებაც დაიმსახურა. აღსანიშნავია რომ ფრანგული გამოცემა უმაღლეს შეფასებას ძალიან იშვიათად წერს, ეს მიდგომა კი უცხოელ ფეხბურთელებზე უფრო მეტად ვრცელდება. აქამდე L'Equipe-ს 10/10 მხოლოდ ათჯერ და 9 ფეხბურთელისთვის დაუწერია: 1. ფრენკ საუზე (1988) 2. ბრუნო მარტინი (1988) 3. ოლეგ სალენკო (1994) 4.ლარს ვინდფილდი (1997) 5. ლიონელ მესი (2010, 2012) 6. რობერტ ლევანდოვსკი (2013) 7. კარლოს ედუარდო (2014) 8. ნეიმარი (2018) 9. დუშან ტადიჩი (2019) 10. სერჟ გნაბრი (2019)

სხვა სტატიები