Belive

1 საათი მოტეხილი კოჭით - ვიკარიოს გმირობა სიტისთან

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის ბოლო ტურში, "ტოტენჰემმა" "მანჩესტერ სიტი" 4:0 გაანადგურა. ქალაქელებს საქმე ცუდად მისდით, პეპ გვარდიოლას გუნდმა, ყველა ტურნირზე, ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო. მაშინ, როცა ტოტენჰემი დიდებული გამარჯვებით ტკბებოდა, კამერებმა დააფიქსირეს, რომ მათი მეკარე, გულიელმო ვიკარიო მოედანს კოჭლობით ტოვებდა. საოცარია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას ტერფის ძვლის მოტეხილობა აქვს და ოპერაცია დასჭირდა - ის 60 წუთის განმავლობაში თამაშობდა ასეთ მდგომარეობაში.

ზოგჯერ ფეხბურთს მწვერვალზე აჰყავხარ და ზოგჯერ ისეთ რამეს გიმზადებს, რასაც არ ელი. მე 60 წუთი ვითამაშე "ეტიჰადზე" კოჭის ძვლის მოტეხილობით და გავეცი აბსოლუტურად ყველაფერი. სამწუხაროდ, სხვა გზა არ იყო და ოპერაცია დამჭირდა.

იმედგაცრუებული ვარ, რომ გუნდს ცოტა ხნით ვერ დავეხმარები. დიდი მადლობა ექიმებს და პერსონალს. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ხვალიდან ბევრს ვიმუშავებ, რომ უფრო ძლიერი დავბრუნდე. - დაწერა სოციალურ ქსელში ვიკარიომ
View this post on Instagram

A post shared by Guglielmo Vicario (@guglielmovicario)

ტოტენჰემს შემდეგი მატჩი ევროპა ლიგაზე "რომასთან" ელოდება, კვირას კი ლონდონური კლუბი "ფულემს" დაუპირისპირდება. 12 ტურის შემდეგ პოსტექოღლუს გუნდს 19 ქულა აქვს და პრემიერლიგის მე-6 ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები