ვილი სანიოლის ვრცელი ინტერვიუ კრიშტიანუ რონალდუზე და ბევრ საინტერესო თემაზე | Telegraph
6 თვის წინ
ევრო 2024
1 წთ
ხვალ, 26 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მატჩამდე ვილი სანიოლმა ბრიტანულ გამოცემა telegraph-თან ისაუბრა და ბევრ საინტერესო ფაქტს გაუსვა ხაზი, ასევე გაიხსენა თავისი და კრიშტიანუ რონალდუს დაპირისპირება, ისინი ერთმანეთს 18 წლის წინ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთი-პორტუგალიის მატჩში შეხვდნენ, სადაც სანიოლი 29 წლის იყო, ხოლო კრიშტიანუ 21-ის.
სრული ინტერვიუ:
არ ვიცი, ეს მე მაბერებს თუ მას აბერებს, 2006 წელს ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ უკვე ბევრი საინტერესო თვისება ჰქონდა. უბრალოდ მახსოვს ფეხბურთელი, რომელსაც როდესაც ბურთი ჰქონდა ყოველ ჯერზე რაღაცის შექმნა სურდა. ის რისკავდა, ძლიერად დარბოდა და რთული იყო ასეთი ფეხბურთელის დაცვა, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც ის ბურთს ეხებოდა, რაღაც უნდა გაგეკეთებინა, გჭირდებოდათ ამის გაკეთება და ახლაც გჭირდებათ, რადგან მის წინააღმდეგ სრული კონცენტრაციით უნდა ითამაშო. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე - პელეზე, მარადონაზე, ზიდანის დონეზე - გამორჩეულ მოთამაშეებზე. განსხვავება ისაა, რომ მან ფეხბურთის მწვერვალს მიაღწია, მაგრამ ის დღემდე მაინც აგრძელებს თამაშს.
ის იქნება მოტივაციის დიდი წყარო ჩემი ფეხბურთელებისთვის, რადგან მათ ყველას სურთ მის წინააღმდეგ თამაში. საქართველო კვალიფიკაციაში პორტუგალიას არ დაუპირისპირდა, ამიტომ ჩემი ფეხბურთელები მხოლოდ რონალდუსთან თამაშზე ოცნებობდნენ. ახლა ეს რეალობაა და ეს არის უკიდურესი მოტივაციის წყარო. - ვილი სანიოლი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე და მატჩის შემდგომი ემოციები:
მარტამდე ხალხი კვლავ ლაპარაკობდა ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე, მაგრამ შემდეგ საქართველოში დაიწყეს 1981 წლის უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალზე საუბარი, როდესაც "დინამო თბილისმა" "კარლ ცაისს" მოუგო.
ბევრი ლაპარაკი წარსულსა და უკვე მომხდარზე ქართული კულტურის ნაწილია - კარგზე თუ ცუდზე. ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს ზეწოლა მომეშორებინა ფეხბურთელებისთვის. მათ სჭირდებოდათ საბერძნეთის წინააღმდეგ ყველანაირი მზადყოფნა და მათ ეს გააკეთეს.
იმ ღამეს, ამ კვალიფიკაციამ ძალიან დიდი ემოცია გამოიწვია. ამას ვხედავდი ყველგან, სტადიონზე და ქუჩებში გულშემატკივრების სახეებზე; ახალგაზრდები, მოხუცები, ყველა ერთად ტიროდა და ქვეყნის ერთიანობაზე საუბრობდნენ. ჩემთვის ეს იყო ყველაზე დიდი რამ, რაც ყოველთვის მემახსოვრება.
როცა ქვეყანაში რაღაცას ელოდები 30-35 წლის განმავლობაში და ეს ოცნება გიხდება, ეს ყველაზე დიდი მიღწევაა. მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ადამიანი ჯერ კიდევ ოცნებობს ამაზე, მათ ჯერ კიდევ არ სჯერათ, რომ ეს შესრულებულია. გამარჯვების მომენტში ასეთი შეგრძნებაა - ვა, ეს მართლა მოვახერხეთ? - ვილი სანიოლი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფზე და მის სირთულეზე:
ფიზიკურად, ჩვენ აბსოლუტურად ფანტასტიკურად ვითამაშეთ, ფეხბურთელების სირბილის მხრივ (კილომეტრების რაოდენობა), მაღალი სიჩქარე, მაღალი ინტენსივობის გარბენი საოცარი იყო. როგორც "მანჩესტერ სიტი" ან "პარი სენ-ჟერმენი" თამაშობენ, ეს არ არის ჩვენი გზა, რადგან ჩვენ არ გვყავს ამისთვის მოთამაშეები. მაგრამ ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული თვისებები, განსხვავებული საფეხბურთო კულტურა. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც უყვარს დაცვა, მაგრამ არა მხოლოდ დაცვა, რადგან შეგვიძლია შეტევაში სწრაფად გადასვლა და ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა.
რთული ჯგუფია, მაგრამ როცა საქართველო ხარ და ევროზე პირველად ასპარეზობ, ნებისმიერი ჯგუფი რთულია.
ვფიქრობ, როგორც მწვრთნელმა, ყოველთვის უნდა აღიარო, რომ ერთ დღეს კარგად გასახსენებელი იქნება, მაგრამ ჩვენ გულშემატკივრებისთვის გერმანიაში ნამდვილად გვინდა რაღაცის მიღწევა.
როდესაც ჩვენ მოვიგეთ ან წავაგეთ, საქართველოს ქუჩებში ხალხი ჩემთან მოდიოდა და ისინი ჩემს მიმართ დიდ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავდნენ. სპორტს აქვს ეს ძალა, რომ განსაკუთრებული მომენტები აჩუქოს ადამიანებს და ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ამ ზაფხულს ქართველებს დასამახსოვრებელ მომენტებს მივაწვდით. - ვილი სანიოლი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი