Belive

თურქეთის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ევრო 2024-ზე

4 თვის წინ ევრო 2024
1 წთ

14 ივლისს გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს და საქართველოს ნაკრებთან ერთად F ჯგუფში მყოფი თურქეთის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ვინჩენცო მონტელამ 26-კაციანი განაცხადი დაასახელა, სწორედ თურქეთის ნაკრებთან შედგება საქართველოს ისტორიული მატჩი 18 ივნისს, ქალაქ დორტმუნდში.

თურქეთის ნაკრების განაცხადი:

მეკარეები: ალტაი ბაინდირი (მანჩესტერ იუნაიტედი), მერტ გიუნოკი (ბეშიქთაში), უგურჯან ჩაქირი (ტრაბზონსპორი)

მცველები: მერტ მულდური (ფენერბაჰჩე), ფერდი კადიოღლუ (ფენერბაჰჩე), ზეკი ჩელიკი (რომა), აბდულკერიმ ბარდაქჩი (გალათასარაი), აჰმეტკან კაპლანი (აიაქსი), მერიჰ დემირალი (ალ აჰლი), სამეთ აკაიდინი (პანათინა)

ნახევარმცველები: ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ისმაილ იუკსეკი (ფენერბაჰჩე), კაან აიჰანი (გალათასარაი), ოკაი იოკუსლუ (ვესტ ბრომვიჩი), ორკუნ კოკჩუ (ბენფიკა), სალიჰ ოზჩანი (დორტმუნდი)

თავდამსხმელები: ირფან კან კაჰვეჩი (ფენერბაჰჩე), იუნუს აკგიუნი (ლესტერ სიტი), ქენან ილდიზი (იუვენტუსი), ქერემ აქტურკოღლუ (გალათასარაი), ალპერ ილმაზი (გალათასარაი), არდა გიულერი (რეალი), ბერტუგ ოზგურ ილდირიმი (სტად რენე), ჩენკ ტოსუნი (ბეშიქთაში), სემიჰ კილიჩსოი (ბეშიქთაში), იუსუფ იაზიჩი (ლილი)

აღსანიშნავია, რომ იტალიელმა სპეციალისტმა თავიდან 33 მოთამაშე შეკრიბა, თუმცა გუნდს ტრავმების გამო ლიდერები: ენეს უნალი, ოზან კაბაკი და ჩაღლარ სოიონჯუ გამოაკლდნენ.

სხვა სტატიები