Belive

სლოვაკეთის ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ზე

3 კვირის წინ ევრო 2024
1 წთ

სლოვაკეთის ნაკრებმა ევრო 2024-ზე შემადგენლობა დაასახელა. ფრანჩესკო კალცონამ ევროპის ჩემპიონატზე 26 ფეხბურთელი წაიყვანა. სრულად შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: მარტინ დუბრავკა ("ნიუკასლი"), მარეკ როდაკი ("ფულჰემი"), ჰენრიხ რავასი ("ნიუ ინგლენდი").

მცველები: პეტერ პეკარიკი ("ჰერტა"), დენის ვავრო ("კოდანი"), ადამ ობერტი ("კალიარი"), ნორბერტ გიომბერი ("სალერნიტანა"), მილან შკრინიარი ("პსჟ"), ვერნონ დე მარკო ("ჰატა"), დავიდ ჰანცკო ("ფეიენოორდი"), სებასტიან კოშა ("სპარტაკ ტრნავა").

ნახევარმცველები: ტომაშ რიგო ("ბანიკი"), ონდრეი დუდა ("ვერონა"), ლაშლო ბენეში ("ჰამბურგი"), პატრიკ ჰროშოვსკი ("გენკი"), იურაი კუცკა ("სლოვანი"), მატუშ ბერო ("ბოხუმი"), სტანისლავ ლობოტკა ("ნაპოლი").

თავდამსხმელები: ტომაშ სუსლოვი ("ვერონა"), რობერტ ბოჟენიკი ("ბოავიშტა"), ლუბომირ ტუპტა ("სლოვანი"), ლუკაშ ჰარასლინი ("სპარტა"), დავიდ სტრელეცი ("სლოვანი"), დავიდ დურიში ("ასკოლი"), ლეო საუერი ("ფეიენოორდი"), ივან შრანცი ("სლავია").

სლოვაკეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ერთი შეხვედრა სან მარინოს წინააღმდეგ ჩაატარა და 4:0 მოიგო, მეორე ამხანაგურ მატჩში კალცონას გუნდი დღეს უელსს დაუპირისპირდება.

სლოვაკეთის ნაკრები ევრო 2024-ზე E ჯგუფშია, სადაც პირველ შეხვედრას 17 ივნისს ბელგიის წინააღმდეგ გამართავს, 21-ში უკრაინას დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს რუმინეთის ნაკრებს შეხვდება.

სხვა სტატიები