Belive

საქართველოს 2 მატჩი ათეულში! - ევრო 2024-ის საუკეთესო შეხვედრები The Athletic-ის ვერსიით

1 თვის წინ ევრო 2024
1 წთ

ამერიკულმა The Athletic-მა ევროპის ჩემპიონატი შეაჯამა და ტურნირის საუკეთესო მატჩები დაასახელა.

Top 10-ეულში საქართველოს ეროვნულის ნაკრების 2 მატჩი მოხვდა - თურქეთთან ჩვენი გუნდის სადებიუტო შეხვედრამ (1:3) მეორე ადგილი დაიკავა, პორტუგალიასთან ისტორიულმა გამარჯვებამ კი (2:0) - მე-6.

მე-11 ადგილზე გავიდა საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირება, რეიტინგში 30-ეა საქართველოსა და ესპანეთის მერვედფინალური მატჩი.

მე-2 ადგილი: თურქეთი 3:1 საქართველო - ,,ვესტფალენშტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო, თურქეთი მერტ მულდურისა და არდა გიულერის შესანიშნავი გოლებით ორჯერ იგებდა, შუაში კი ბომბარდირობის კანდიდატმა, გიორგი მიქაუტაძემ გამათანაბრებელი გოლი გაიტანა. 95-ე წუთზე საქართველო ფრესთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას საჯარიმო დარყმის შემდეგ, ბურთი ძელს მოხვდა. ბოლო კუთხურისას საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა, რითაც თურქებმა ისარგებლეს და გოლი ცარიელ კარში გაიტანეს.''

მე-6 ადგილი: საქართველო 2:0 პორტუგალია - ,,მატჩი, ალბათ, ტურნირის უძლიერესი შემადგენლობის მქონე გუნდსა და მთავარ აუტსაიდერს შორის, რომელიც ევრო 2024-ზე ერთა ლიგის C დივიზიონიდან მოხვდა. რა თქმა უნდა, პროგნოზი მარტივი იყო, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.

ანგარიში მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა და მანამ, სანამ პორტუგალია დომინირებდა და საქართველო გიორგი მამარდაშვილის მსოფლიო დონის სეივებით თავს იცავდა, აუტსაიდერებმა მე-2 გოლიც გაიტანეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. ეს ჯგუფურ ეტაპზე და სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო.'' - წერს The Athletic
Turkey vs Georgia LIVE RESULT: Real Madrid wonderkind scores goal of  tournament contender to win Euro thriller - latest | The Sun

ევრო 2024-ის საუკეთესო მატჩები The Athletic-ის ვერსიით:

  1. ესპანეთი 2:1 გერმანია

  2. თურქეთი 3:1 საქართველო

  3. ნიდერლანდები 2:3 ავსტრია

  4. ესპანეთი 2:1 ინგლისი

  5. ავსტრია 1:2 თურქეთი

  6. საქართველო 2:0 პორტუგალია

  7. ხორვატია 2:2 ალბანეთი

  8. ესპანეთი 1:0 იტალია

  9. ბელგია 0:1 სლოვაკეთი

  10. სლოვენია 1:1 სერბეთი

ამერიკულმა გამოცემამ ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ცუდ მატჩად ინგლისი - სლოვენია (0:0) დაასახელა:

თუ ინგლისელი ან სლოვენიელი არ ხართ და ამ მატჩს ბოლომდე უყურეთ, მაშინ ექიმს გაესინჯეთ! - წერს The Athletic.

სხვა სტატიები