Belive

რონალდუ: ,,2004 წელს, როცა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვითამაშე, იმავეს ვგრძნობდი, რასაც დღეს''

3 თვის წინ ევრო 2024
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა:

,,ვხედავ, რომ გუნდი სრულიად მშვიდადაა და არავინ ნერვიულობს. ვგრძნობ, რომ ბედნიერები ვართ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება!

ვფიქრობ, ეს თაობა ასეთი ტურნირის მოგებას იმსახურებს. უნდა ვიოცნებოთ, ეს კარგია... ევროპის ჩემპიონატისთვის ბევრს ვემზადებოდი, პირველ მატჩამდე 5 დღე დარჩა და დროა, კარგად დავიწყოთ!

ვიცი, რომ ფეხბურთის სათამაშოდ ბევრი დრო აღარ დამრჩა. 35 წლის შემდეგ ყოველწლიურად თამაში ნამდვილი საჩუქარია. 39 წლის ვარ და ყოველთვის სიამოვნებას ვიღებ. ნაკრებში გატანილი გოლი განსაკუთრებულია, ეროვნული გუნდი კი ჩემი ცხოვრების სიყვარულია.

2004 წელს, როცა ნაკრებში პირველად ვითამაშე (ევროპის ჩემპიონატზე), იმავეს ვგრძნობდი, რასაც დღეს - ეროვნულ გუნდში თამაშით ყოველთვის ვამაყობ!'' - კრიშტიანუ რონალდუ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის F ჯგუფში საქართველოს, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს და პირველ მატჩს სამშაბათს, 18 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები