რა შეფასება დაიმსახურეს ქართველმა ფეხბურთელებმა პორტუგალიასთან მატჩში?
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური გაიფორმა.
ვებგვერდმა Whoscored.com-მა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მაღალი, 8-ქულიანი შეფასება გოლის ავტორს, ხვიჩა კვარაცხელიას დაუწერა.
კვარა გამოარჩია Sofascore-მაც, რომელმაც ქართველი შემტევის თამაში 7.9 ქულით შეაფასა.
23 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ბურთს სულ 29-ჯერ შეეხო, გოლი გაიტანა, 9-დან 9 ზუსტი პასი გააკეთა (100%), კარისკენ 3-ჯერ დაარტყა (2-ჯერ კარში) და 12-დან 8 დუელი მოიგო.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება Whoscored-ის ვერსიით:
მამარდაშვილი - 7.5
გველესიანი - 6.8
ლოჩოშვილი - 7.1
კაშია - 7.5
დვალი - 7.2
კაკაბაძე - 6.7
კიტეიშვილი - 6.8
ქოჩორაშვილი - 6.7
კვარაცხელია - 8
ჩაკვეტაძე - 6.9
მიქაუტაძე - 7.8
შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები:
კვერკველია - 6
წიტაიშვილი - 6.1
მექვაბიშვილი - 6
დავითაშვილი - 6.1
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება Sofascore-ის ვერსიით:
მამარდაშვილი - 7.5
გველესიანი - 6.9
ლოჩოშვილი - 7.3
კაშია - 7.2
დვალი - 7.2
კაკაბაძე - 6.5
კიტეიშვილი - 6.9
ქოჩორაშვილი - 7
კვარაცხელია - 7.9
ჩაკვეტაძე - 6.9
მიქაუტაძე - 7.4
შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები:
კვერკველია - 6.5
წიტაიშვილი - 6.6
მექვაბიშვილი - 6.6
დავითაშვილი - 6.7