პლატინისთან, შირერთან და რონალდუსთან ერთად! გიორგი მიქაუტაძემ ისტორიული შედეგი დააფიქსირა
5 თვის წინ
ევრო 2024
1 წთ
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური გაიფორმა.
მატჩში თავი გამოიჩინა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც გოლი F ჯგუფის სამივე შეხვედრაში გაიტანა. შედეგად, 23 წლის თავდამსხმელი გახდა მე-9 ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც ასეთი შედეგი დააფიქსირა.
აქამდე ჯგუფური ეტაპის სამივე ტურში გოლები გატანილი მხოლოდ მიშელ პლატინის (1984), ალან შირერს (ევრო 1996), ხრისტო სტოიჩკოვს (ევრო 1996), სავო მილოშევიჩს (ევრო 2000), მილან ბაროშს (ევრო 2004), რუუდ ვან ნისტელროის (ევრო 2004), გარეთ ბეილსა (ევრო 2016) და კრიშტიანუ რონალდუს (ევრო 2020) ჰქონდათ.
მერვედფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება, მატჩი კვირას, 30 ივნისს გაიმართება.