Belive

ოთარ კიტეიშვილი: "კუნთი დამეჭიმა და არ გავრისკე"

3 თვის წინ ევრო 2024
1 წთ

საქართველოს ნაკრებმა გუშინ მონტენეგროს წინააღმდეგ სტუმრად, ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ქართველებმა საკმაოდ დამაჯერებლად, ანგარიშით (1:3) დაამარცხეს მეტოქე. გოლები ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ და ბუდუ ზივზივაძემ გაიტანეს, მოწინააღმდეგის მხრიდან კი თავი იოვეტიჩმა გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ბოლო ტესტი იყო ევრო 2024-ის დაწყებამდე, ამიტომ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გერმანიაში კარგი განწყობით გამგზავრება. ქართველი გულშემატკივრები ანერვიულდნენ 50- ე წუთზე, როცა პირველი გოლის ავტორმა, ოთარ კიტეიშვილმა ფეხში ტკივილი იგრძნო, მოედანზე სამედიცინო პერსონალი შევიდა და ოთარმა საკუთარი ფეხით, მათთან ერთად დატოვა მინდორი, მის ნაცვლად კი მოედანზე კვეკვესკირი შევიდა. ტრავმის სიმძიმე თავად ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ შეაფასა.

უკანა კუნთი დამეჭიმა, არ გავრისკე და ეგრევე გამოვედი. იმედია კარგად ვიქნები - თქვა ოთარმა ჟურნალისტებთან

სამედიცინო შტაბის წინასწარი ინფორმაციით, მსგავსი ტიპის დაზიანებების აღდგენას დაახლოები 3 დღე სჭირდება, თუმცა დაზუსტებული პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სხვა სტატიები