Belive

"ნაკრებში არგამოძახება დიდი საიდუმლოა" - უკრაინული მედია აზაროვის შესახებ წერს

2 კვირის წინ ევრო 2024
1 წთ

Sportarena-მ უკრაინის ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელები დაასახელა. გამოცემამ თითოეულ პოზიციაზე 3 ფეხბურთელი წარადგინა და 33-კაციანი საუკეთესო გუნდი შეკრიბა. ირაკლი აზაროვი 3 საუკეთესო მარცხენა მცველს შორის მოხვდა. ქართველს ეროვნული ნაკრების მაისურით 18 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა ევრო 2024-ის 26-კაციან განაცხადში მწვრთნელის გადაწყვეტილებით ვერ მოხვდა.

შახტარს კონკურენცია აქვს დაცვის ფლანგებზე და შესაძლოა, ეს კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდოს. აზაროვმა მატჩების უმეტესობა მარცხენა ფლანგზე ჩაატარა, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე. სწრაფმა და ტექნიკურმა მოთამაშემ მაღალ დონეზე ითამაშა უკრაინის თასის ფინალში "ვორსკლასთან", ჩემპიონატის მატჩებში კი თავი "ზარიასთან", "ჩერნომორეცთან", "ვერესთან" და "ობოლონთან" გამოიჩინა. მან მონაწილეობა მიიღო ხუთ წარმატებულ კომბინაციაში. ირაკლის საქართველოს ნაკრებში არყოფნა, ევროპის ჩემპიონატზე, საიდუმლოებით არის მოცული. მან ადგილი ნაკრებში ისევე დაიმსახურა, როგორც გოჩოლეიშვილმა. - წერს უკრაინული გამოცემა

აზაროვს "შახტართან" კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. ის უკრაინულ კლუბში გასულ ზაფხულს "ცრვენა ზვეზდადან" გადავიდა. ირაკლიმ უკრაინის პრემიერლიგაში 22 მატჩი ჩაატარა და მისი მონაგარი 2 შედეგიანი გადაცემაა.

სხვა სტატიები