Belive

მონტელა: ,,თურქეთს პირველი მატჩი არასდროს მოუგია, მაგრამ ოდესღაც ყველაფერი პირველად ხდება''

1 კვირის წინ ევრო 2024
1 წთ

თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ, საქართველოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,აქ, გერმანიაში, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაში დიდი პატივია! საქართველო შესაფასებლად ძალიან რთული გუნდია, ისინი ბოლომდე მოტივირებულები იქნებიან, ჩვენ კი მოთმინება გვმართებს, აუცილებელია, რომ მობილიზება არ დავკარგოთ.

ჩვენი გუნდი აქ ოცნებისთვისაა და მის ასახდენად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ! ერთადერთი მიზანი მოგებაა!

მართალია, თურქეთს ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში არასდროს მოუგია, მაგრამ არსებობს ცნობილი ფრაზა: ,,ყველაფერი ოდესღაც პირველად ხდება...'' ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ კარგი შეხვედრა ჩავატაროთ და ცხადია, გავიმარჯვოთ.

საკმარისია თუ არა ჩვენი შემადგენლობის სიღრმე? სამწუხაროდ, ტრავმის გამო რამდენიმე ფეხბურთელი დავკარგეთ, რამაც ჩვენზე იმოქმედა, თუმცა ფეხბურთში ასეთები ხდება.'' - ვინჩენცო მონტელა

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან ევროპის ჩემპიონატის პირველ, ისტორიულ შეხვედრას გამართავს. მატჩი, რომელიც დორტმუნდშია ჩანიშნული, 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები