კაშია: ,,ჩვენი ოცნება იყო, რომ სადღაც, უცხო ქვეყანაში, ისე გვეგრძნო თავი, როგორც საკუთარ სახლში''
4 თვის წინ
ევრო 2024
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ, პორტუგალიასთან ისტორიულ გამარჯვებაზე ისაუბრა:
,,წარმატება არის ეს და დღეს მივაღწიეთ უფიდეს წარმატებას! ისტორია დავწერეთ, შეუძლებელი შევძელით მართლაც და მე მიხარია, რომ ამ თამაშის მონაწილე ვიყავი. ბიჭებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს ყველას მადლობა. ემოციებით დაცლილია დღეს საქართველო და მე მიხარია ასეთი საქართველოს ნახვა.
სასწაული მხარდაჭერაა და ამას ვგრძნობთ. გასვლით თამაშებზე, როგორც სახლში ისე ვთამაშობთ და ეს იყო ფეხბურთელების ერთ-ერთი ოცნება, რომ სადღაც, უცხო ქვეყანაში, ისე გვეგრძნო თავი, როგორც საკუთარ სახლში. ზედმეტია ამაზე ლაპარაკი იმიტომ, რომ ეს გარემო, რასაც გულშემატკივრები ქმნიან, გვეხმარება წარმატების მიღწევაში და ჩემი დიდი მადლობა მათ.'' - გურამ კაშია
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური გაიფორმა.
პლეი-ოფში ჩვენი გუნდის მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება, მატჩი კვირას, 30 ივნისს გაიმართება.