"ჯერ კიდევ რჩება ერთი მატჩი, ჩვენ არ დავნებდებით!" - გიორგი მიქაუტაძე
6 თვის წინ
ევრო 2024
1 წთ
ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა ფრედ 1:1 ითამაშა, პირველი გოლი გიორგი მიქაუტაძემ პენალტის ნიშნულიდან 45+4 წუთზე გაიტანა და უკვე მეორედ ნიდერლანდური ESPN-ის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
გიორგი მიქაუტაძემ სოციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:
პირველი ისტორიული ქულა ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან საამაყოა, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასეთი სიხარული მიენიჭათ. ჯერ კიდევ რჩება ერთი მატჩი ჩვენი ბედის გადასაწყვეტად. გვქონდეს იმედი, ჩვენ არ დავნებდებით! - გიორგი მიქაუტაძის პოსტი სოციალურ გვერდზე
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებს 26 ივნისს 23:00 საათზე პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ აქვს ჩასატარებელი.